16.06.2021
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ადმინისტრაციამ, საზეიმო ღონისძიებით მიულოცა ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დასრულება.
აკადემიის დირექცია გულითად მადლობას უხდის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესიული განათლების მასწავლებელს, ჯგუფის კურატორს ქ-ნ ირმა ადეიშვილს ღონისძიების ორგანიზებისთვის. ქ-ნ ირმა შეუფასებელია თქვენი წვლილი აკადემიის განვითარებაში.
9.06.2021
ფარმაცია (სააფთიაქო) პირველი სასწავლო წლის სტუდენტების მოდული ნივთიერებათა კლასიფიკაცია და მათი ფიზიკურ- ქიმიური თვისებების პრაქტიკული კომპონენსტის განხორციელება ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ლაბორატორიაში.
მოდულის განმახორციელებელი - პროფესიული განათლების მასწავლებელი მარინე ბაკურიძე.
14.05.2021
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის საექთნო განათლების მეორე სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტები (1 ჯგუფი).
კლინიკური პრაქტიკა თერაპიული პაციენტის საექთნომართვა.
პრაქტიკის განხორციელების ადგილი - ქ. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი.
მოდულის განმახორციელებელი - თამილა ქართველიშვილი.
29.04.2021
ქველმოქმედება!
2021 წლის 29 აპრილს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საოფისე საქმის პროფესიულმა სტუდენტებმა სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ქველმოქმედების მიზნით მოინახულეს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი. პატარები გაახარეს სათამაშოებით, ტკბილეულით და სხვადასხვა ტიპის საკვებით.




































