24.04.2021
2021 წლის 24 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“.
ტრენინგს უძღვებოდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
აღნიშნული ტრენინგის მასალების გამოყენებით 2021 წლის 25 აპრილს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პროფესიული განათლების მასწავლებლბებისთვის ჩატარდა ტრენინგი.
ტრენინგს უძღვებოდა აკადემიის დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში თეონა კალანდაძე და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ლელა ჩიქოვანი;
ტრენინგზე განხილულ იქნა:
1) შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში;
2) შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი გამოყენება შეფასების სისტემის განვითარებისათვის;
3) სტუდენტთა შეფასების საკითხებში არსებული შიდა რეგულაციები;
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA დიდ მადლობას ვუხდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ბატონ კახაბერს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისათვის;
პრაქტიკული ნაწილი ს.ს ,,ვი თი ბი" ბანკის ბათუმის ფილიალში
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA -ს საფინანსო სერვისების სტუდენტებმა, წარმატებით გაიარეს სწავლების პრაქტიკული ნაწილი ს.ს ,,ვი თი ბი" ბანკის ბათუმის ფილიალში. აკადემიის დირექცია და სტუდენტები გულითად მადლობას უხდის ს.ს ,,ვი თი ბი" ბანკის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისათვის.
15.04.2021
2021 წლის 15 აპრილი
სასწავლო პროცესი
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პროგრამა - საოფისე საქმე, მოდული - დოკუმენტების არქივისათვის გადასაცემად მომზადება.
მოდულის განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი -ეთერი მიქელაძე.
2.04.2021
2021 წლის 2 აპრილი
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ს საექთნო განათლების პირველი სასწავლო წლის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე ,,აუტიზმის ცნობადობის ამაღლება".
პრეზენტაციის ორგანიზატორი: პროფესიული განათლების მასწავლებელი - მანანა ჯაშიაშვილი.
პრეზენტაციას ესწრებოდა აკადემიის წარმომადგენლები, მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები.




































