21.01.2021
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ინიციატივით 2021 წლის 21 იანვარს ჩატარდა ვებინარი თემაზე ,,პანდემია და სტრესი" ვებინარს წარუძღვა შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“-ს ფსიქიატრიული დეპარტამენტის უმცროსი ექიმი, ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელი მირიან მახარაძე.
ვებინარს ესწრებობა აკადემიის ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტური თვითმართველობის წევრები.
ვებინარი ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.
14.01.2021
2021 წლის 14 იანვარს დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხსის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძემ წარმოადგინა 2020 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში და 2021 წლის სტრატეგიული განვითარების მოკლევადიანი ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.
განხილვას ესწრებოდა აკადემიის დირექტორი ქ-ნ ჟუჟნა ზოიძე, აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალი, პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტური თვითმართველობის წევრები. შეხვედრა ჩატარდა ელექტრონული პლატფორმა zoom - ის საშუალებით.
4.12.2020
04 დეკემბერს 12.00 საათზე ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო განათლების პირველი სასწავლო წლის სტუდენტებისა და სტუდენტთა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ შეხვედრა COVID19 დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას გაანცეს COVID19 გავრცელების თავიდან აცილების პრევენციული ზომები.
ონლაინ შეხვედრის ორგანიზატორი: საექთნო განათლების პირველი სასწავლო წლის სტუდენტებიხელმძღვანელი- მანანა ჯაშიაშვილი.
ონლაინშეხვედრის მონაწილეები: აკადემიის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.
01.09.2020
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
აგრძელებს მიღებას შემდეგ პროგრამებზე გამოცდების ჩაბარების გარეშე
აირჩიე
ოფისის მენეჯერი (საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში)
საფინანსო სერვისები - ბანკი, დაზღვევა (საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში)
სკოლამდელი განათლება - ბაგა-ბაღის აღმზრდელი (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში)
ბუღალტრული აღრიცხვა (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში)
საექთნო საქმე (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში)
ფარმაცია(სააფთიაქო) (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში)
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი დიპლომი.
ისწავლე და დასაქმდი!
სპეციალური შეთავაზებები!
სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და შეღავათიანი პირობები!
მისამართი: ქ. ბათუმი, ალ. გრიბოედოვის 67
ტელ:593 93 17 91; 599 54 84 92
ვებ გვერი: www.bpa.ge
Facebook: ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.




































